საქართველო დგას ისტორიულ გზაგასაყარზე. არსებული კრიზისი ვერ გადაიჭრება მხოლოდ დროებითი ცვლილებებით - საჭიროა სისტემური, გრძელვადიანი ანტიკრიზისული გადაწყვეტა.
ანტიკრიზისული მთავრობის ინიციატივა, საერთაშორისოდ ცნობილი როგორც ტექნიკური მთავრობა, არის მოქალაქეების მიერ წამოწყებული იდეა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სტაბილიზაციასა და კრიზისიდან გამოყვანას პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ფართო ჩართულობის გზით.
ანტიკრიზისული მთავრობა არის დროებითი (მაქსიმუმ 2 წლით მოქმედი) აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც იქმნება კრიზისულ სიტუაციაში ქვეყნის სტაბილიზაციისთვის. იგი შედგება არა პოლიტიკოსებისგან, არამედ დარგის სპეციალისტებისგან, რომლებიც არჩეულნი არიან კომპეტენციისა და საზოგადოების ნდობის საფუძველზე.
ანტიკრიზისული მთავრობის ამოცანები საქართველოში არსებული კრიზისის გათვალისწინებით:
ეს ინიციატივა არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს თუ ორგანიზაციას - ის ეკუთვნის მოქალაქეებს.
შენი ხმა, ჩართულობა და პასუხისმგებლობა განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად გამოვა ქვეყანა კრიზისიდან.